საქართველოს ხელისუფლება ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან ურთიერთობების გაჯანსაღებას ელოდება
საქართველოს ხელისუფლება ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან ურთიერთობების გაჯანსაღებას ელოდება. პრემიერ მინისტრი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან იქნება შემხვედრი პრაგმატული ნაბიჯები. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს შედის, როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესებში. მთავრობის მეთაურმა ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ როცა კონკრეტული პოლიტიკოსი სიმართლეს არ ამბობს, მისი განცხადებები საზოგადოებისთვის აღარ არის რელევანტური.
