ნიკა გვარამიამ ოპოზიციონერებს სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა
პარტია „ახლის“ ლიდერმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან შეიტყო, რომ არჩევნების შედეგების საფუძველზე განსაზღვრულ თანხაზე მისი პოლიტიკური გაერთიანების გარდა, სხვებს უარი არ უთქვამთ. ნიკა გვარამიამ ოპოზიციონერებს სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა და მათ გაახსენა, როგორ მოუწოდებდნენ ხალხს გაფიცვისკენ. გვარამიას სოციალური ქსელით გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძე, ლელოს ლიდერი გვარამიას ფინანსების წარმომავლობით დაინტერესდა.
