სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა
სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. ჰან დეოკის წინააღმდეგ ხმა მისცა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს 192 დეპუტატმა. ოპოზიციურმა პარტიებმა ორი კვირის წინ დანიშნულ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს საკონსტიტუციო სასამართლოში დამატებითი მოსამართლეების დანიშვნა მოსთხოვეს, რაზეც პირველმა პირმა უარი განაცხადა. სწორედ ეს გახდა იმპიჩმენტის მიზეზი. ჰან დეოკი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყნის ლიდერს საომარი მდგომარეობის დანიშვნის გამო იმპიჩმენტი გამოუცხადეს. სამხრეთ კორეის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დღევანდელი გადაწყვეტილების კანონიერება ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს
