ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი იემენში ჰუსიტების პოზიციებზე ავიაიერიშებს იქამდე გააგრძელებს, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი იემენში ჰუსიტების პოზიციებზე ავიაიერიშებს იქამდე გააგრძელებს, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს. როგორც ისრაელის პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, მათ ირანისგან ტერორიზმის ამ კონკრეტული შტოს მოკვეთა აქვთ გადაწყვეტილი. შეგახსენებთ, ისრაელმა იემენის რამდენიმე ქალაქში შიიტი ჰუსიტების პოზიციებზე მიიტანა იერიშები. უკვე ერთ წელზე მეტია, იემენელი ჰუსიტების თავდასხმების გამო, წითელ ზღვაში საერთაშორისო გადაზიდვები შეფერხებულია. ამასთან, პერიოდულად შიიტი ჰუსიტები ისრაელზე საჰაერო თავდასხმებს აწყობენ. ისრაელზე ჰუსიტების უკანასკნელი თავდასხმა წუხელ მოხდა
