„გარდიანს“ ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი შესაძლოა რუსული საზენიტო სისტემა იყოს
„გარდიანს“ ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი შესაძლოა რუსული საზენიტო სისტემა იყოს. როგორც ანონიმურმა წყარომ აღნიშნა, ამაზე ცალკეული მინიშნებები უკვე არსებობს. ავიაკატასტროფის ამ ვერსიაზე საუბრობენ სხვა დასავლურ მედიებშიც. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აზერბაიჯანში მომხდარს სპეციალურად შექმნილი კომისია იძიებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გამომძიებლებმა თვითმფრინავის მეორე შავი ყუთიც იპოვეს. როგორც ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, ჩანაწერის გაშიფვრა თვითმფრინავის დაზიანებასთან დაკავშირებით უფრო მეტ კითხვას გასცემს პასუხს. სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიემგზავრებოდა, ავიაკატასტროფა აქთაუში ავარიული დაშვების დროს განიცადა. ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 38 დაიღუპა
