The Washington Post: ფრონტზე რთული ვითარებაა
The Washington Post-ი წერს, რომ ფრონტზე რთული ვითარებაა. გამოცემასთან უკრაინელი დამცველების უმრავლესობა აღიარებს, რომ ომში ჯარისკაცების ნაკლებობა ისეთივე კრიტიკულ სიტუაციას ქმნის, როგორც იარაღის დეფიციტი. პუბლიკაციის მიხედვით, ფრონტზე ბრძოლით დაღლილ ჯარისკაცებში მორალური სულისკვეთება ეცემა, ისინი ომის დასასრულის მოახლოებას არ ვარაუდობენ. პარალელურად, ოკუპანტი დონეცკის ოლქში წინ მიიწევს, რუსული აგრესიის შესაჩერებლად კი უკრაინელ სამხედროებს დასავლეთის მხარდაჭერის გაძლიერება სჭირდებათ
