აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენებისა და დამსახურებული მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენებისა და დამსახურებული მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სპეციალური კომისიის მიერ სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 10 სპორტსმენი დაჯილდოვდა. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო წიგნის „აფხაზეთის სპორტული ქრონიკები“ განახლებული კრებულის პრეზენტაცია, რომელშიც თავმოყრილია 250-ზე მეტი სპორტსმენის ბიოგრაფია
