თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა
თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა. ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ცენტრის მედპერსონალსა და თანამშრომლებს წარმატება მიულოცა. მინისტრმა ცენტრის რეგიონულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ინფექციური საავადმყოფოს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდება. სექტორში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფომ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა სავალდებულო გახადა, რაც პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან წვლილს ასრულებს
