გორსა და ქუთაისში მდებარე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებას ამჯერად სენაკში მე-2 ქვეითმა ბრიგადამ უმასპინძლა
გორსა და ქუთაისში მდებარე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებას ამჯერად სენაკში მე-2 ქვეითმა ბრიგადამ უმასპინძლა. სენაკის სამხედრო ბაზაზე ბავშვებს სხვადასხვა გასართობი პროგრამა შესთავაზეს. მათთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ქართველმა მომღერლებმა, ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს
