სირიის უსაფრთხოების ძალებმა ტარტუსის პროვინციაში, სადაც გაქცეული პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მხარდამჭერები ცხოვრობენ, რეიდები დაიწყო
სირიის უსაფრთხოების ძალებმა ტარტუსის პროვინციაში, სადაც გაქცეული პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მხარდამჭერები ცხოვრობენ, რეიდები დაიწყო. უფლებადამცველების ცნობით, რეიდისას მოკლულია ასადის რეჟიმთან კავშირში მყოფი 3 შეიარაღებული პირი. მანამდე ტარტუსში 14 სამართალდამცველი მოკლეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ასადის მხარდამჭერებს დაეკისრათ. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ დაჯგუფება „ჰაიათ შაჰრირ აშ-შამმა,“ რომელიც სირიას უკვე 3 კვირაა, აკონტროლებს, დამატებითი ძალები ჰომსსა და ლატაკიაშიც გაგზავნა
