ისრაელის ავიაკომპანია El Al-მა დროებით შეაჩერა ფრენები მოსკოვის მიმართულებით
აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოვარდნის შემდეგ ისრაელის ეროვნულმა ავიაგადამზიდმა „ელ ალმა“ რუსეთში ფრენა შეაჩერა. კომპანიის ცნობით, თელ-ავივსა და მოსკოვს შორის რეისები მომდევნო კვირის განმავლობაში არ შესრულდება. 25 დეკემბერს ყაზახეთში საგანგებო დაშვებისას აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. მედიასაშუალებები სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ გროზნოს რაიონში თვითმფრინავს, სავარაუდოდ, რუსული რაკეტა ესროლეს. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა
