ისრაელმა იემენის დედაქალაქის აეროპორტი მაშინ დაბომბა, როდესაც იქ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი იმყოფებოდა
ისრაელმა იემენის დედაქალაქის აეროპორტი მაშინ დაბომბა, როდესაც იქ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი იმყოფებოდა. ამის შესახებ თედროს ადანომ გებრეიესუსი სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად თვითმფრინავის ეკიპაჟის ერთი წევრი დაიჭრა. დაიღუპა 4 ადამიანი. ისრაელი იემენის ქალაქებზე საჰაერო იერიშებს ადასტურებს. პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მტკიცებით, თავდაცვის ძალების სამიზნე ჰუსიტების სამხედრო ობიექტები იყო
