ნიკა გვარამიამ, რომელმაც გუშინ ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან შეიტყო, რომ ერთადერთი პარტია აღმოჩნდა, რომელმაც დაფინანსებაზე უარი თქვა, თანამებრძოლებს სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა
ნიკა გვარამიამ, რომელმაც გუშინ ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან შეიტყო, რომ ერთადერთი პარტია აღმოჩნდა, რომელმაც დაფინანსებაზე უარი თქვა, თანამებრძოლებს სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა. გვარამიამ ოპოზიციონერებს გაახსენა, როგორ მოუწოდებდნენ ისინი ხალხს გაფიცვისკენ, თავად კი, როგორც აღმოჩნდა, არჩევნების შედეგების საფუძველზე განსაზღვრულ თანხებს იღებენ. პარტია „ახლის“ ლიდერს, ასევე სოციალური ქსელით გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძე და პასუხის ნაცვლად, „ლელოს“ ლიდერი გვარამიას ფინანსების წარმომავლობით დაინტერესდა
