პატიმარი ფაშისტური დაჯგუფებიდან
განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ, 14 წლის ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 16 წლის არასრულწლოვანს ცივი იარაღით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. მოგვიანებით გაირკვა, რომ 14 წლის მოზარდი ნეონაცისტური დაჯგუფების წევრია. დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, ამ დრომდე მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზეა
