გმირი მეხანძრე-მაშველი
მეხანძრე-მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი, 42 წლის გიორგი ლელაშვილი, დღეს დაკრძალეს. ის რამდენიმე დღის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. გიორგი ლელაშვილი ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთ შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც კედელი ჩამოინგრა და მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა. მის ხსოვნას პატივი პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მიაგეს. საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მისი ოჯახის წევრებს, საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა