რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტასა და ომის გაყინვაში, მოსკოვი დაინტერესებული არ არის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტასა და ომის გაყინვაში, მოსკოვი დაინტერესებული არ არის. სერგეი ლავროვის განცხადებით, საჭიროა ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელშიც რუსეთისა და მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოების იურიდიული გარანტიები ჩაიწერება. რუსულ მედიას ლავროვმა ასევე განუცხადა, რომ ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რუსეთმა საფრანგეთისგან მიიღო შეთავაზება უკრაინის გარეშე დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით
