29 დეკემბერს, პარლამენტში, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება
29 დეკემბერს, პარლამენტში, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება. დაიბეჭდა საინაუგურაციო კონსტიტუცია, რაზეც ფიცს დადებს პირველად ყაველაშვილი და შემდეგ უკვე ყველა მომდევნო პრეზიდენტი. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ცერემონიაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად, მიწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, ასევე კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები
