„ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად“ - ეს შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის სიტყვებია
ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ეს შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის სიტყვებია. კარლ ბილდტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 29 დეკემბრის შემდეგ, სიტუაცია პიკს მიაღწევს. ამ ტიპის განცხადებებში რუსულ და საბჭოთა ხელწერას ხედავს შალვა პაპუაშვილი. მმართველი გუნდი ამას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად განიხილავს