დონალდ ტრამპმა შობის მილოცვა პოლიტიკური განცხადებისთვის გამოიყენა
დონალდ ტრამპმა შობის მილოცვა პოლიტიკური განცხადებისთვის გამოიყენა. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, საკუთარი სოციალური ქსელის პირად გვერდზე, შობის დღესასწაული ჩინელ ჯარისკაცებს მიულოცა, რომლებიც თეთრი სახლის მომავალი ლიდერის განცხადებით, პანამის არხს უკანონოდ მართავენ. დონალდ ტრამპმა შობა მიულოცა კანადის პრემიერ-მინისტრსაც. ჯასტინ სტრუდო მან გუბერნატორად მოიხსენია და აღნიშნა, რომ თუ კანადა 51-ე შტატი გახდება, მოქალაქეებს გადასახადები , 60-ზე მეტი პროცენტით შეუმცირდებათ. მისალოც პოსტში დონალდ ტრამპმა გრენლანდიაზეც ისაუბრა. „შობას გილოცავთ გრენლანდიის მოსახლეობას, რომელიც შეერთებული შტატებს ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება და ხალხს, რომელსაც სურს რომ შეერთებული შტატები იქ იყოს და ჩვენ იქ ვიქნებით“.- განაცხდდა არჩეულმა პრეზიდენტმა.
