მოსკოვი ირწმუნება, რომ 2024 წელს ევროპაში რუსული გაზის ექსპორტი თითქმის 20%-ით გაიზარდა
მოსკოვი ირწმუნება, რომ 2024 წელს ევროპაში რუსული გაზის ექსპორტი თითქმის 20%-ით გაიზარდა. რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, რუსეთმა ევროპის ქვეყნებს 50 მილიარდი კუბმეტრის გაზი და თხევადი აირი მიაწოდა, რაც გასული წლის მონაცემებს 18 - 20 პროცენტით აღემატება. მიუხედავად ამისა, კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი წელს საგრძნობლად გართულდა. უკრაინა 2025 წლიდან რუსული გაზის ტრანზიტზე უარს აცხადებს. მოსკოვში კი მიწოდების ალტერნატიული გზების გამონახვას ცდილობენ.
