უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, რუსეთის არმია ხარკოვის ოლქში ქალაქ კუპიანსკის ალყაში მოქცევას ცდილობს
უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, რუსეთის არმია ხარკოვის ოლქში ქალაქ კუპიანსკის ალყაში მოქცევას ცდილობს. უკრაინელი სამხედროები ამ მიმართულებით ოკუპანტს წარმატებით იგერიებენ. ფრონტზე მძიმე ვითარება კი დონეცკის ოლქშია, სადაც რუსეთის არმია წინსვლას განაგრძობს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის, 200- ამდე შეტაკება მოხდა.
