პარლამენტის თავმჯდომარემ ნაცმოძრაობის კონკრეტული სქემა გაიხსენა
პარლამენტის თავმჯდომარემ ნაცმოძრაობის კონკრეტული სქემა გაიხსენა, რომლის მიხედვითაც , შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გიორგი ისაკაძე ბიზნესის რეკეტს სააკაშვილთან, ადეიშვილთან და გილაურთან თანამშრომლობით ახდენდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ისაკაძე ქართუს გაკოტრების საქმეშიც მონაწილეობდა. სპიკერი ამბობს, რომ ბიზნესის რეკეტიორების მხრიდან, ბიზნესის თავისუფლებაზე საუბარი ცინიზმია.
