დუშეთში საახალწლო ღონისძიების სამზადისია
დუშეთში საახალწლო ღონისძიების სამზადისია. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები,გამოფენა-გაყიდვა. ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. დაგეგმილია საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიაც.
