დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დასახელებული კიტ კელოგი, რუსეთს უკრაინაზე მასირებული თავდასხმის გამო აკრიტიკებს
დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დასახელებული კიტ კელოგი, რუსეთს უკრაინაზე მასირებული თავდასხმის გამო აკრიტიკებს. „შობა მშვიდობის დრო უნდა იყოს, თუმცა სწორედ მაცხოვრის შობის დღეს განხორციელდა უკრაინაზე თავდასხმა რაკეტებითა და დრონებით, რაც მიუღებელია“-წერს კელოგი სოციალურ ქსელში. უკრაინული მხარის მონაცემებით, რუსეთმა შობის ღამეს უკრაინის მიმართულებით 70-მდე რაკეტა და 100-მდე დრონი გაუშვა. მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
