თერჯოლაში, ვაჟა კუბლაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თერჯოლაში, ვაჟა კუბლაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 930 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში შენობას უტარდება სრული რეაბილიტაცია, შეიცვალა სახურავი, შეკეთდა გარე ფასადი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სამუშაოები. სახელმწიფო რწმუნებული ზესტაფონში, ოთხი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესსაც გაეცნო.
