ოპოზიციური პროპაგანდისტული მედიის მორიგი დეზინფორმაცია
ოპოზიციური პროპაგანდისტული მედიის მორიგი დეზინფორმაცია. პრემიერთან ბიზნესმენების შეხვედრისას ირაკლი რუხაძის მიერ გამოთქმული მოსაზრებები ოპოზიციურმა არხებმა დამახინჯებული ფორმით გააშუქეს. ამბის იმ ფორმით წარმოჩენა სურდათ, თითქოს ტელეკომპანია იმედის მფლობელი პრემიერ-მინისტრს უპირისპირდება. გადაცემა დღის ქრონიკაში გასული ირაკლი რუხაძის ინტერვიუ, რომელიც პრემიერთან შეხვედრაზე მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეხებოდა, სრულად დამახინჯებული ფორმით გაშუქდა. გთავაზობთ ვრცელი ინტერვიუს ნაწილს, სადაც იმედის მფლობელის პოზიცია ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ, მკაფიოდ იკვეთება.
