ხანუქას დღესასწაული
პრემიერ-მინისტრმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა. თბილისის სინაგოგაში სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ისრაელის არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა, მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელის სახელმწიფოს მხარდაჭერა გამოუცხადა. ირაკლი კობახიძემ, მთავარ რაბინთან ერთად, სიმბოლურად ხანუქას პირველი სანთელი აანთო.
