HRW-ის სანდოობა კითხვის ნიშნით
„ჰიუმან რაქითს ვოჩის“ ანგარიში მმართველი გუნდის კრიტიკის საგანია. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ორგანიზაციის დასკვნები არ არის დაბალანსებული და ის არაობიექტურია. უმრავლესობაში ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ, როცა აქციების დაშლის დროს კონკრეტულ გადაცდომებზეა საუბარი, აღნიშნულ ორგანიზაციას ხმა არ ამოუღია სააკაშვილის დროს დარბეულ, ნაწამებ და ქუჩაში მოკლულ ადამიანებზე.
