საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში
წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება იმართება ვანშიც. ცენტრალურ მოედანზე მოწყობილია საშობა ბაზრობა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. დღეს საღამოს გაიმართება გალა კონცერტიც. „ახალი წლის დღეები“ მიმდინარეობს წალკაში. ცენტრალური პარკის მიმდებარედ დგას ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა იმართება. საახალწლო ღონისძიება კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.
