საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედმა კონფერენციამ საერთო კრების რიგით მე-14 სხდომა გამართა
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედმა კონფერენციამ საერთო კრების რიგით მე-14 სხდომა გამართა. კონფერენციაზე უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის წევრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ხელმძღვანელად, მეორე ვადით, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აირჩიეს.
