ფაშისტური დაჯგუფება - ახალგაზრდების მიერ შექმნილი ჯგუფი, რომელშიც არასრულწლოვანებიც ერთიანდებიან
ფაშისტური დაჯგუფება - ახალგაზრდების მიერ შექმნილი ჯგუფი, რომელშიც არასრულწლოვანებიც ერთიანდებიან, უსწორდება ყველას, ვინც მათზე ცუდს იტყვის. სწორედ ამ მიზეზით დაჭრილია 16 წლის ბიჭი, რომელიც საავადმყოფოშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა ზესტაფონის ქუჩაზე მოხდა, სავარაუდო დამნაშავე 14 წლის მოზარდია, რომელიც გაწევრიანებულია ამ დაჯგუფებაში. „ქრონიკის“ ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები ნიღბებით დადიან და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 წლის მოზარდი ცხელ კვალზე დააკავა.
