დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე მომავალი წლის უპრეცედენტოდ გაზრდილ ბიუჯეტზე ისაუბრა
დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე მომავალი წლის უპრეცედენტოდ გაზრდილ ბიუჯეტზე ისაუბრა. თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მლნ ლარია. კახა კალაძის თქმით 2025 წელს კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცის შექმნა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.
                        
                    
                    
                    
                    
                