პატრიარქის აღსაყდრებიდან 47 წელი გავიდა - უწმინდესი მილოცვებს იღებს
პატრიარქს, აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე. ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა და კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ 47 წლის წინ, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. პატრიარქს მიულოცეს ხელისუფლების პირველმა პირებმა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ქართველ ერს წილად ხვდა უდიდესი ბედნიერება, რომ უახლესი ისტორია ილია მეორის სულიერი წინამძღოლობით გაევლო. პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ განუზომელია უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლი და დამსახურება, რომელიც მას ღვთისა და ერის წინაშე მიუძღვის.
