ვიქტორ ორბანის თქმით, დასავლეთის მიერ უკრაინაზე დახარჯული 300 მილიარდი ევრო ფუჭად გაიფლანგა
ვიქტორ ორბანის თქმით, დასავლეთის მიერ უკრაინაზე დახარჯული 300 მილიარდი ევრო ფუჭად გაიფლანგა. უნგრეთის პრემიერ მინისტრის თქმით, ამ თანხის სასარგებლოდ გამოყენება ევროპის განვითარებისთვის იყო შესაძლებელი. ვიქტორ ორბანი ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განმარტავს, რომ სამასი მილიარდი ევრო ევროპის მასშტაბით, მათ შორის ბალკანეთის ქვეყნებში, ცხობრების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა და ახალი თავდაცვის სისტემის მშენებლობას მოხმარდებოდა. უნგრეთის პრემიერის თქმით, ამ ფინანსურ მხარდაჭერას უკრაინისთვის რეალურად ინფრასტრუქტურულად და ეკონომიკურად დამანგრეველი შედეგები მოჰყვა. ვიქტორ ორბანი ასევე მიიჩნევს, რომ სწორედ დასავლეთის ამ არასწორი სტრატეგიის შედეგია გერმანიისა და საფრანგეთის პოლიტიკური კრიზისი, რაც ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
