შობის ღამეს რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე მასირებული შეტევა განახორციელეს
შობის ღამეს რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე მასირებული შეტევა განახორციელეს. თავდასხმების სამიზნე კვლავ ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურა იყო. ოკუპანტის თავდასხმის დროს განგაშის სიგნალი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ჩაირთო. მათ შორის დედაქალაქ კიევშიც, რის გამოც ადგილობრივებს მიწისქვეშა თავშესაფრებში ჩასვლა მოუხდათ. სხვადასხცვა ტიპის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად აფეთქებები იყო სხვადასხვა ქალაქში. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად ხარკოვში სამი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ქალაქის ინფრასტრუქტურა და ავტომობილები.
