აზერბაიჯანის ავია ხაზების თვითმფრინავმა ყაზახეთში ავიაკატასტროფა განიცადა
აზერბაიჯანის ავია ხაზების თვითმფრინავმა ყაზახეთში ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავიში სულ 67 ადამიანი იმყოფებოდა, მედიაში გავრცელებული ცნობით, მათ შორის გადარჩენილია 28 ადამიანი. სამგზავრო თვითმფრინავი ბაქოდან რუსეთის ქალაქ გროზნოში მიფრინავდა. გროზნოს აეროპორტში ნისლის გამო რეისი ყაზახეთისკენ გადამისამართდა და ქალაქ აქტაუში ავარიული დაშვების შემდეგ აფეთქდა. წინასწარი მონაცემებით, მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა. კატასტროფამდე მფრინავმა ფრენის მართვის ცენტრს შეატყობინა, რომ თვითმფრინავის ერთერთი მთავარი სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. ადგილზე ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური მუშაობს. აზერბაიჯანის მთავრობასა და ხალხს უსამძიმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყება დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
