სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული გოგონათა შორის „გეო გენის“ გუნდი გახდა, ვაჟებში კი საუკეთესო შედეგი კლუბმა „თოლიამ“ აჩვენა. შეჯიბრება კლასიკური მშვილდის კატეგორიაში ჩატარდა.
