ფაშისტური დაჯგუფება - ახალგაზრდების მიერ შექმნილი ჯგუფი, რომელშიც არასრულწლოვანებიც ერთიანდებიან, ყველას უსწორდება, ვინც ფაშისტებზე ცუდს იტყვის
ფაშისტური დაჯგუფება - ახალგაზრდების მიერ შექმნილი ჯგუფი, რომელშიც არასრულწლოვანებიც ერთიანდებიან, ყველას უსწორდება, ვინც ფაშისტებზე ცუდს იტყვის. სწორედ ამ მიზეზით დაჭრილია 16 წლის ბიჭი, რომელიც საავადმყოფოშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა ზესტაფონის ქუჩაზე მოხდა, სავარაუდო დამნაშავე 14 წლის მოზარდია, რომელიც გაწევრიანებულია ფაშისტურ დაჯგუფებაში. ქრონიკის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები ნიღბებით გადაადგილდებიან და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 14 წლის მოზარდი ცხელ კვალზე დააკავა.
