ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, ესტონეთში ომი არ იქნება
ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, ესტონეთში ომი არ იქნება. პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს ახალგაზრდებში შესაძლო ომის შიშისა და ქვეყნის დატოვების შესახებ. „ვფიქრობ, რომ პასუხი ასეთი უნდა იყოს: არსად წასვლა არ იქნება საჭირო, რადგან ომი არ იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თავდაცვის ნება საკმაოდ მაღალია, მაგრამ არ გვსურს ამის პრაქტიკულად გამოცდა,”- აღნიშნა კარისმა. მისი თქმით, ესტონეთს არ სურს ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის გამოცდა ან იმის შემოწმება, გაიქცევა თუ არა ხალხი, აიღებს თუ არა იარაღს და დაიცავს თუ არა თავს.
