პატრიარქს აღსაყდრებიდან ორმოცდამეშვიდე წლისთავს ულოცავენ ხელისუფლების პირველი პირები
პატრიარქს აღსაყდრებიდან ორმოცდამეშვიდე წლისთავს ულოცავენ ხელისუფლების პირველი პირები. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ქართველ ერს წილად ხვდა უდიდესი ბედნიერება, რომ უახლესი ისტორია ილია მეორის სულიერი წინამძღოლობით გაევლო. პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ განუზომელია უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლი და დამსახურება, რომელიც მას ღვთისა და ერის წინაშე მიუძღვის.
