„შეეხე მზეს“ - ნასას მისია
NASA-ს ზონდი მზესთან უპრეცედენტოდ ახლო დისტანციაზე მიახლოებას ცდილობს. ხომალდმა მზის გარე ატმოსფეროში უკიდურესად მაღალ ტემპერატურასა და რადიაციას უნდა გაუძლოს. ამ ეტაპზე მასთან კონტაქტი შეწყვეტილია. სიგნალის აღდგენა 27 დეკემბერსაა მოსალოდნელი. მისიის წარმატებით შესრულების შემთხვევაში, მზის შესახებ ახალი მონაცემები გახდება ცნობილი.
სიუჟეტის ავტორი: გვანცა ფოცხვერია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
