მოლდოვის პრეზიდენტის ინაუგურაცია
მოლდოვის დედაქალაქში მაია სანდუს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. მან პრეზიდენტის პოსტი მეორე ვადით დაიკავა. მაია სანდუმ განაცხადა, რომ დაიცავს ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას, ასევე იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ. ინაუგურაციას პარლამენტის დეპუტატები, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები და უცხოელი დიპლომატები ესწრებოდნენ.
