პასუხი დეზინფორმაციაზე
პოლიტიკური ინტერესებით განპირობებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური კამპანიის გაგრძელება - ასე ეხმიანება ცესკო არჩევნებთან დაკავშირებით ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს, თითქოს არჩევნები გაყალბდა და არ შედგა. ცესკო განმარტავს, რომ არ არსებობს დადასტურებული ფაქტები და მტკიცებულებები იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ისეთ დარღვევებს, რასაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა საბოლოო შედეგებზე.
