ოპოზიციაში დაპირისპირებაა
ოპოზიციაში დაპირისპირებაა. ბაჩო დოლიძემ მის ყოფილ თანაპარტიელებს და სალომე ზურაბიშვილს გეგმა დაუწუნა და ახალი არჩევნების მოთხოვნას, აბსურდული უწოდა. მის ამ პოზიციას ნაციონალური მოძრაობის წევრი პეტრე ცისკარიშვილიც დაეთანხმა. პარტიაში რომ აზრთა სხვადასხვაობაა, ეს ნაციონალურ მოძრაობაში დაადასტურეს. მმართველი გუნდი კი ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის ყალბ ერთობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ერთობას ერთადერთი მიზანი აქვს- ეს არის ქვეყანაში არეულობა და რევოლუციის მოწყობა
