ცესკოს განცხადება
პოლიტიკური ინტერესებით განპირობებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური კამპანიის გაგრძელება - ასე ეხმიანება ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს, თითქოს არჩევნები გაყალბდა და არ შედგა. ცესკო განმარტავს, რომ არ არსებობს დადასტურებული ფაქტები და მტკიცებულებები იმისა, რომ პარლამენტის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ისეთ დარღვევებს, რასაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ამ არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
