უკრაინაში ომის დასრულება და რეგიონში მშიდობის დამკვიდრება ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ნომერ პირველი საერთაშორისო პრიორიტეტია
უკრაინაში ომის დასრულება და რეგიონში მშიდობის დამკვიდრება ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ნომერ პირველი საერთაშორისო პრიორიტეტია - ამის შესახებ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში, უკრაინისა და რუსეთის საკითხებზე სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. კით კელოგმა ფოქს-ბიზნესთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი სწორედ ის ადამიანია, რომელიც ომის დასრულებას მოკლე ვადებში შეძლებს. უკრაინისა და რუსეთის საკითხებზე ამერიკის ახალი ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა უკრაინას 175 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება უკვე აღმოუჩინა და დროა ევროპის სახელმწიფოებმა კიევისადმი მეტი მხარდაჭერა გამოიჩინონ.
