პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ზუგდიდში მდებარე აფხაზეთის პირველ საჯარო სკოლაში, აფხაზეთის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა. პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
