პროკურატურამ, ორგანიზებული თაღლითური ჯგუფის მიერ მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ოთხ პირს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ, ორგანიზებული თაღლითური ჯგუფის მიერ მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ოთხ პირს ბრალი წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თაღლითური ჯგუფის წევრები უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს, თითქოს იყვნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები და ატყობინებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრი ავარიის შედეგად საავადმყოფოში იმყოფებოდა. თაღლითური ჯგუფის წევრები უხსნიდნენ მათ, რომ ავარია გამოწვეული იყო მათი ოჯახის წევრის ბრალეულობით და პასუხისმგებლობის არიდების და სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო იყო ნაღდი ფულის გაგზავნა. სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება დანაშაულის მონაწილე სხვა პირების დადგენა გამოვლენის და სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების დადგენის მიზნით გრძელდება. პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს მსგავსი შინაარსის სატელეფონო ზარებთან მიმართებით გამოიჩინონ სიფრთხილე და ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.