სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი გვაზავა შეიწყალა
სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი გვაზავა შეიწყალა, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს რემონტის პროცესში განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის მითვისებისთვის გაასამართლეს. ასევე შეწყალებულთა შორის არიან ძმები წულუკიძეები, მათი სახელები არაერთ გახმაურებულ საქმე უკავშირდება. ისინი იმ დროს დააკავეს, როდესაც ნამახვან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე რამდენიმე ადამიანზე იძალადეს. ძმები წულუკიძეები პროტესტის ადგილას ნაცმოძრაობის დავალებით ჩავიდნენ. თავადაც არ მალავდნენ, რომ ნაცმოძრაობის ღია მხარდამჭერები იყვნენ.
