თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა და დაამტკიცა
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა და დაამტკიცა. 2025 წლის ფინანსური დოკუმენტი ორი მილიარდ 455 მილიონ ლარს მოიცავს, პრიორიტეტებია - ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა, ეკოლოგია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ბიუჯეტის პროექტის განხილვამდე თბილისის მერმა საკრებულოს მიმდინარე წლის ანგარიში წარუდგინა. ისაუბრა შესრულებულ პროექტებზე. კახა კალაძემ საუბარი დაიწყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებით.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
